სასერთიფიკატო ტრეინინგ კურსები საბუღალტრო საქმიანობაში!

სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს სასერთიფიკატო დაჩქარებულ ტრენინგ კურსებს საბუღალტრო საქმიანობაში!

ტრენინგის ფარგლებში თქვენ შეისწავლით ბუღალტრული აღრიცხვის ყველა ძირითად ელემენტებსა და მეთოდებს.

კურსი დაფუძნებულია თეორიული სწავლებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე, რის შედეგადაც თქვენ დამოუკიდებლად შეძლებთ კომპანიის ფინანსური ანგარიშის წარმოებას, დეკლარაციის შევსებას, საგადასახადო აღრიცხვას სახელმწიფო სისტემა RS.GE-ში, ასევე სპეციფიურ საბუღალტრო პროგრამებში მუშაობას (მაგ: ORIS და INFO და სხვა).

საბუღალტრო ტრენინგ კურსი, საშუალებას იძლევა შესწავლილ იქნას ფინანსურ ანგარიშგებაში შემავალი უწყისები ( მაგ: ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულადი ნაკადების მოძრაობა, საკუთარი კაპიტალის მოძრაობა, გაუნაწილებელი მოგების მოძრაობა და მათი უწყისები), ასევე ამ უწყისებში შემავალი ელემენტების ანალიზი და მათი აღრიცხვა, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

ტრენინგის თემატიკა:

  • ბუღალტრული აღრიცხვის საგანი;
  • ანგარიშგება საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შესახებ;
  • ფინანსური ანგარიშგების სხვა კომპონენტები და ელემენტები;
  • ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები;
  • საცდელი ბალანსის მომზადება და ანგარიშთა გეგმის მიმოხილვა;
  • ბალანსის მომზადების წინაპირობები – მაკორექტირებელი გატარებები;
  • ფულადი სახსრების და დებიტორული დავალიანებების აღრიცხვა და ანალიზი;
  • სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა;
  • მატერიალური და არამატერიალური აქტივების აღრიცხვა.
  • ვალდებულებების აღრიცხვა;
  • ინვესტიციების გადაფასება, ფულის ღირებულებითი თეორიის საფუძვლები;
  • ფინანსური და ოპერაციული იჯარის აღრიცხვა;
  • აღრიცხვა სააქციო საზოგადოებებში;
  • აღრიცხვა სამრეწველო საწარმოებში;
  • ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი.

კურსს გაუძღვება თავის დარგში საუკეთესო პროფესიონალი, უნივერსიტეტ გეომედის პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი ქალბატონი ხათუნა ჯოხაძე.

კურსის დასრულებისას გაიცემა უნივერსიტეტის ორენოვანი სერთიფიკატი!

ბონუსი
კურსის დასრულების შემდეგ, სამუშაო პროცესში ნებისმიერი პრობლემატური საკითხის წარმოშობის შემთხვევაში, კურსდამთავრებულს უფლება აქვს მიიღოს უფასო კონსულტაციები, პრობლემის სწრაფი და ეფექტური გადაჭრისათვის.

კურსის ხანგრძლივობა 2 თვე, ღირებულებაა 1000 ლარი

(032) 275-25-13 სერვის ცენტრი
(+995) 593-35-44-43
ელ. ფოსტა: nino.chichiveishvili@geomedi.edu.ge


Facebooktwitterpinterestlinkedinmail